პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს მოუსმენენ. ლევან იზორიას საკანონმდებლო ორგანოში 11:00 საათისთვის ელოდებიან. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ლევან იზორია იქნება პირველი მინისტრი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარდგება.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთგვარად პრინციპად დაამკვიდრა ის, რომ მინისტრები უნდა მოდიოდნენ და კომიტეტების წინაშე ანგარიშს წარადგენდნენ. მიხარია, რომ ლევან იზორია არის პირველი მინისტრი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება. ძალიან საინტერესო რეფორმები განხორციელდა ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროში და ასევე, საინტერესო ინიციატივები არსებობს. აქედან გამომდინარე მოლოდინი არის, რომ კომიტეტის სხდომაზე იქნება ძალიან ცოცხალი დისკუსია“, - განაცხადა სესიაშვილმა.