პრეზიდენტის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი

პრეზიდენტის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცდომაშია შეყვანილი. ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი კობახიძის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა. 

“სულ ვამბობდი საკონსტიტუციო კომისიის დახმარების შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის წევრები ჩემთან ერთად დადიან რაიონებში, იქ ესაუბრებიან ხალხს და ა.შ. ახლა, ამ ფონზე, როდესაც კეთდება ასეთი განცხადებები შეთქმულების თეორიაზე, ეს არის გარკვეულად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაც უთხრეს და დაიჯერა, მე არ მგონია მოიგონა... პოლიტიკაში ვინც არის, ყველამ იცის, რომ ათასი ადამიანი მოდის და რაღაცას გეტყვის. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა. არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყოს გაკეთებელი”, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.