მოვუწოდებ კოლეგებს, ერთჯერადად ხელი არ დაიბანონ და 3 000 ლარის გაცემით არ შემოიფარგლოს ჩვენი მოვაჭრეების გვერდით დგომა

მოვუწოდებ კოლეგებს, ერთჯერადად ხელი არ დაიბანონ და 3 000 ლარის გაცემით არ შემოიფარგლოს ჩვენი მოვაჭრეების გვერდით დგომა

მოვუწოდებ კოლეგებს, ერთჯერადად ხელი არ დაიბანონ და 3 000 ლარის გაცემით არ შემოიფარგლოს ჩვენი მათ გვერდით დგომა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გამოყოფის საკითხზე. 

ახვლედიანის თმით, დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემას მიესალმებიან, თუმცა დღეს განხორციელებულ სხვა საბიუჯეტო ცვლილებების გამო საკითხს მხარი არ დაუჭირეს. 

„ამ სამი წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც თბილისის მერიის მიერ საკრებულოში შემოდის დასამტკიცებლად, არის მისასალმებელი. ჩვენ ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ თითოეული მათგანისთვის 3 000 ლარიანი ერთჯერადი დახმარების დარიგებას - სარეზერვო ფონდის ზრდას მლნ ლარით, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ პირველ რიგში, ეს არის შედეგი ამ ადამიანების ორთვიანი ქუჩა-ქუჩა სიარულის, ყოველდღიური შიმშილობის და ერთი უწყებიდან მეორე უწყებასთან აქციების გამართვისა. შედეგად,ნარმანიამ კეთილი ინება და გამოყო მლნ ლარი, რათა ამ ადამიანებს დახმარებოდა. ამ ცვლილებას ვეთანხმებით და მივესალმებით, მაგრამ ზოგადად ბიუჯეტში განხორციელებულ სხვა ცვლილებებს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან ეს არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც დღეს ხორციელდება. დღეს ფაქტობრივად ბიუჯეტის ხელახალი გადამტკიცება ხდება. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პასუხისმგებელია მმართველი გუნდი, უმრავლესობა და თბილისის მთავრობა. ასე, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა ახვლედიანმა. 

მისივე თქმით, 3 000- ლარიანი ერთჯერადი დახმარება დაზარალებულთა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„მათ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. სჭირდებათ ბანკებთან შუამდგომლობა და უპროცენტოდ კრედიტების გადავადება. ასევე სჭირდება ახალი სამუშაო ფართისა და ალტერნატივის შეთავაზება, ახალი საქონელი და ბიზნესსტიმული ახალი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად. ასე, რომ მოვუწოდებ კოლეგებს, ერთჯერადად ხელი არ დაიბანონ და 3 000 ლარის გაცემით არ შემოიფარგლოს ჩვენი მათ გვერდით დგომა“, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. 

საკრებულოს მიერ დღეს მიღბული გადაწყვეტილებით, თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოიყოფა. 

ამასთან, თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით, 3,8 მილიონი ლარი გამოიყოფა კახეთის გზატკეცილზე, ლოჭინის ხიდამდე გზის საფარის შესაცვლელად, ასევე 19 000 ლარი გამოიყოფა ნაძალადევის გამგეობაში მოქალაქეებისთვის მომსახურების სერვისების გასაუმჯობესებლად.