ჩემთვისაც უთქვამთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციები მიდის, თუმცა თავად არ შევსწრებივარ და 100%-ით ვერ დავადასტურებ

ჩემთვისაც უთქვამთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციები მიდის, თუმცა თავად არ შევსწრებივარ და 100%-ით ვერ დავადასტურებ

ჩემთვისაც უთქვამთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციები მიდის, თუმცა თავად არ შევსწრებივარ და 100%-ით ვერ დავადასტურებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან თავიდანვე მოხდა დაპირისპირება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესთან. 

„რაც შეეხება იმას, სხვა პირებთან მიდის თუ არა კონსულტაციები კომისიის დატოვების თაობაზე, ჩემთანაც მოსულა მსგავსი ინფორმაცია და ჩემთვისაც უთქვამთ, თუმცა მე თავად არ შევსწრებივარ და 100%-იანი დასტურით ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამას. კონკრეტული გვარების დასახელება ჩემგან სწორი არ იქნება. თუმცა ჩვენამდე იყო ასეთი ინფორმაცია მოსული და თუ არ მოუწოდებენ და არ არის ასეთი კონსულტაცია, ძალიან კარგი, იმიტომ, რომ არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე კონსულტაციებს მართავს.