კრემლი „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს „გამჭვირვალედ“ და „კონკურენტუნარიანად“ აფასებს

კრემლი „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს „გამჭვირვალედ“ და „კონკურენტუნარიანად“ აფასებს

კრემლი ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს „გამჭვირვალედ“ და „კონკურენტუნარიანად“ აფასებს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იმარჯვებს, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, ანატოლი ბიბილოვმა „არჩევნებში“ მონაწილეთა ხმების 57,98 % მიიღო, ხოლო ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა - 30%. 

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთ დღეში გამოქვეყნდება.