ბორის ჯონსონი დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

ბორის ჯონსონი დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი იტალიაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს, თუ რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ Times იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ბორის ჯონსონს სურს, რომ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ერთობლივი დეკლარაცია იქნას მიღებული იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. 

„იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტაზე, მისთვის ახალი სანქციების დაწესება უნდა მოხდეს“, - წერს გამოცემა. 

აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს, ბორის ჯონსონმა გააუქმა თავისი ვიზიტი რუსეთში, რომელიც დღეს უნდა შემდგარიყო იმ მიზეზით, რომ უკმაყოფილოა სირიაში არსებული სიტუაციით.