პარლამენტის თავმჯდომარე გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დღეს ქართველ ხალხს დააკლდა მისი უდიდესი მოამაგე, ყველა თაობისსაყვარელი მსახიობი, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი -ბატონი გივი ბერიკაშვილი.

ის ემოცია, რასაც გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული კინო როლებითუ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები გვგვრიდნენ, ყველათაობისთვის დაუვიწყარია.

გივი ბერიკაშვილი გააგრძელებს ცხოვრებას მის მიერ განსახიერებულდაუვიწყარ პერსონაჟებში. ის ამაგი,რომელიც მან გასწია ქართული კინოსდა თეატრის განვითარებაში - მუდამ დარჩება მისი ერთგულიმაყურებლის მეხსიერებაში. ბატონი გივი დააკლდება არა მხოლოდ მისოჯახს და ახლობლებს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვისთვისაცძვირფასია ქართული კინო და სცენა. ვიზიარებ მისი ოჯახის,ახლობლებისა და მაყურებლის მწუხარებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე