“პანცილიონი“ ავეჯის სრულ კოლექციაზე 10-დან 50 %-მდე სააღდგომო ფასდაკლებას გთავაზობთ

“პანცილიონი“ ავეჯის სრულ კოლექციაზე 10-დან 50 %-მდე სააღდგომო ფასდაკლებას გთავაზობთ

კომპანია “პანცილიონი“ თავის ერთგულ მომხმარებელს 10-დან 50 %-მდე სააღდგომო ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ფასდაკლება კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ფასდაკლება ვრცელდება პანცილიონის" ქსელში წარმოდგენილ ყველა სახის ავეჯზე - როგორც ევროპულ ბრენდებზე, ისე  ადგილობრივი წარმოების ავეჯზე. 

“საქართველოს მასშტაბით, ჩვენს მაღაზიებში ავეჯის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია - საძინებლები, მისაღები ავეჯი, სამზარეულოები, რბილი ავეჯი... ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილ ავეჯზე პერიოდულად სხვადასხვა სახის ფასდაკლება მოქმედებს. ამჯერად, გადავწყვიტეთ მომხმარებელს სააღდგომოდ სრულ კოლექციაზე 10-დან 50 %-მდე ფასდაკლება შევთავაზოთ. ჩვენს შოურუმებში შეგიძლიათ იხილოთ, როგორც ევროპის მოწინავე ბრენდების ავეჯი, ისე ადგილობრივი ნაწარმი, რომელიც მსოფლიო ბრენდებს არაფრით ჩამოუვარდება“ - აცხადებს კომპანია “პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ბანცური.

კომპანიის ინფორმაციით სააღდგომო ფასდაკლება 5 აპრილს დაიწყო და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ფასდაკლება მოქმედებს “პანცილიონის“ ყველა ფილიალში:  ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

კომპანია "პანცილიონი" ქართულ ბაზარზე 15 წელია არსებობს და გარდა იმისა, რომ ავეჯი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან შემოაქვს, 2016 წლიდან მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ ნებისმიერი სახის ავეჯსაც სთავაზობს. “პანცილიონის“ სამივე ფილიალში მთავარი სივრცე დაყოფილია შოურუმებად და იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი.