სირიაში რეჟიმის შეცვლა უნდა მოხდეს, ყველა მხარეს ესმის, რომ ასადი არ არის ლიდერი, რომელიც სირიას უნდა მართავდეს

სირიაში რეჟიმის შეცვლა უნდა მოხდეს, ყველა მხარეს ესმის, რომ ასადი არ არის ლიდერი, რომელიც სირიას უნდა მართავდეს

ჩვენ ვერ ვხედავთ სირიაში მშვიდობას, ვიდრე ხელისუფლებაში ბაშარ ალ-ასადი იქნება, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

„ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება არ არის ჩვენი ერთადერთი პრიორიტეტი, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაა. ჩვენ ვერ ვხედავთ სირიაში მშვიდობას, ვიდრე ხელისუფლებაში ბაშარ ალ-ასადი იქნება. ასევე ირანის გავლენა უნდა აღმოვფხვრათ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ პრობლემის პოლიტიკურ გადაჭრაზე“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მისი თქმით, სირიაში რეჟიმის ცვლილება უნდა მოხდეს.

„ჩვენი აზრით, სირიაში რეჟიმის შეცვლა უნდა მოხდეს, ვინაიდან ყველა მხარეს ესმის, რომ ასადი არ არის ლიდერი, რომელიც უნდა მართავდეს სირიას“, - აღნიშნა მან.