ეგვიპტის ორ ქალაქში კოპტურ ეკლესიებში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ეგვიპტის ორ ქალაქში კოპტურ ეკლესიებში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ეგვიპტის ორ ქალაქში, ალექსანდრიასა და ტანტეში კოპტურ ეკლესიებში გუშინ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ახალი ამბების პორტალი „ანბა მასრი“ დაჯგუფებაზე დაყრდნობით იუწყება.

ბოლო ინფორმაციით, ალექსანდრიაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ კოპტური ეკლესიის შესასვლელთან მოწყობილ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა.

ეგვიპტის კიდევ ერთ ქალაქ ტანტეში, ასევე, კოპტურ ეკლესიაში მომხდარ ტერაქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 70 დაშავდა.