ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამას მოწმობს ეგზითპოლის მონაცემები, რომელიც ავტონომიურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „სოციოლოგიური ანალიზის აკადემიამ“ ჩაატარა. 

მათი მონაცემების მიხედვით, მოქმედმა დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხმათა 45,8 % დააგროვა, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა - 36,9 %, ე.წ. სახლმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელ ალან გაგლოევს ხმათა 16,8 % ერგო. 

კანდიდატებს ხმათა 50 % უნდა დაეგროვებინათ. 

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ რეფერენდუმს, ეგზითპოლის თანახმად, „რესპუბლიკისთვის“ ალანიის დარქმევის მომხრე 81,5 %-ია, წინააღმდეგი კი 18,5 %.