ეგვიპტეში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეგვიპტეში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ას-სისიმ ქვეყნის ორ ქალაქში მომხდარი ტერაქტების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსახლეობას სატელევიზიო მიმართვისას ამცნო. 

მისივე თქმით, შექმნის ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლესი საბჭოსც. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ექსტრემიზმთან საბრძოლველად ძალისხმევა გაააქტიურეს. 

9 აპრილს ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში თვითმკვლელების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 47 ადამიანი ემსხვერპლა და ასამდე დაშავდა.