ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ადგილობრივი მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი თვითმკვლელი ტერორისტის დაკავების მომენტში მაშინ დაიღუპა, როდესაც ის ეკლესიის შენობაში შესვლას ცდილობდა. თვითმკვლელი იძულებული გახდა, თავი ტაძრის შესასვლელ კართან აეფეთქებინა. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ვარაუდობენ, რომ აფეთქების მომენტში ალექსანდრიის კოპტურ ტაძარში აფეთქების დროს კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ დღეს ეგვიპტის ქალაქ ტანტეში კოპტურ ტაძარში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.