საქართველოს ხელისუფლების განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე „ჰაერის რხევაა“

საქართველოს ხელისუფლების განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე „ჰაერის რხევაა“

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას ე.წ. არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით „ჰაერის რხევას“ და „სხვა სახელმწიფოს“ შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს. ამის შესახებ „ტასს“ დეფაქტო მინისტრმა მურატ ჯიოევმა განუცხადა.

მისი თქმით, უკვე 27 წელია საქართველოს ხელისუფლებას არ სურს არსებული რეალობის აღიარება, როდესაც „სამხრეთ ოსეთმა“ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან, არც მის ტერიტორიასთან და უფლებასთან. ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი დღე პროვოკაციების გარეშე ჩაივლის „სამხრეთელი მეზობლების“ მხრიდან.