ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ ტანტეს კოპტურ ეკლესიაში მომხადრ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
არსებული მონაცემებით, მამაკაცი ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, ქალაქის უდიდეს ეკლესიაში აფეთქების ხმა დილით, მსახურების დროს გაისმა. ასაფეთქებელი მომლოცველთა დარბაზში აფეთქდა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 70-ს აჭარბებს.