საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად 9 აპრილის მემორიაში ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუიკდებულობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რაც მთავარია, მათი გმირობა თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ ამ მაგალითიდ უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ნებისმიერ სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

9 აპრილის ტრაგისული მოვლენებიდან, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა და ათსობით მოქალაქე დაშავდა, 28 წელი გავიდა. ამ დღეს, ტრადიციულად, საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ,