ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ მოიაზრება

ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ მოიაზრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპერატიულ- ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ განიხილება.

როგორც გომელაურმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მონახაზში უკვე არის რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

”ჯერ გადაწყვეტილი არ არის ვინ იქნება. კანონმდებლობით უნდა შევარჩიოთ სამი კანდიდატურა, შემდეგ კომისიამ უნდა შეარჩიოს ერთი პირი, რომელიც უნდა წარვუდგინოთ პრემიერს და პრემიერ-მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. ალეკო ტაბატაძე ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება. მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, თუმცა ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.