სირიაში, ქიმიური შეტევით დაზარალებულ ქალაქზე მორიგი იერიში განხორციელდა

სირიაში, ქიმიური შეტევით დაზარალებულ ქალაქზე მორიგი იერიში განხორციელდა

სირიაში, ქიმიური შეტევით დაზარალებულ ქალაქზე მორიგი იერიში განხორციელდა. CNN-ის ცნობით, ხან შეიხუნის რეგიონი დაიბომბა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელმა მხარემ განახორციელა ავიადარტყმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა სირიას საჰაერო თავდაცვის გაძლიერების პირობა მისცა და ტარტუსის ბაზასთან სამხედრო ხომალდი გააგზავნა.