"რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა კითხვა ჩემგან დარჩება უპასუხო, ვინაიდან ჩვენ, ყველა საკითხზე პასუხი გაცემული გვაქვს

"რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა კითხვა ჩემგან დარჩება უპასუხო, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა საკითხზე პასუხი გაცემული გვაქვს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებული და მოტივირებული გადაწყვეტილება მხარეებს უკვე გაეგზავნათ.

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით დიდმა პალატამ, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, დასაბუთებული და მოტივირებული, გავუგზავნეთ მხარეებს. განვათავსეთ განმარტებები უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე. სხვა ყველა საკითხი არის ექსპერტების თემა და მხარეების გადასაწყვეტი. ყველა სხვა კითხვა ჩემგან დარჩება უპასუხო, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა საკითხზე პასუხი გაცემული გვაქვს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სასამართლო დაელოდება სტრასბურგის გადაწყვეტილებას.