ევროკავშირი ე.წ.სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნების“ და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირი ე.წ.სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნების“ და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირი 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შედეგებს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ევროკავშირი არ სცნობს იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებში 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.