ნინო გვენეტაძე: ბოლო ხანს ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ, არ ვდუმვართ

ნინო გვენეტაძე: ბოლო ხანს ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ, არ ვდუმვართ

ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ, - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის იმ საკითხს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემა ცდილობს მის წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრას.

”ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ, ჩვენ ვაქტიურობთ, ვცდილობთ, რომ მართლმსაჯულების დონე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახით იყოს ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისი და ამ გზით გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშეა”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის განცხადებას ის დეტალურად პასუხს იმ მოხსენებით გასცემს, რომელსაც მოსამართლეთა რიგგარეშე მე-20 კონფერენციაზე წარადგენს.