აშშ „სამხრეთ ოსეთში“ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას გმობს

აშშ „სამხრეთ ოსეთში“ საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას გმობს

აშშ გმობს 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას. 

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„აშშ გმობს 9 აპრილს სამხრეთ ოსეთისთვის სახელის „სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიად“ შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას. ჩვენ ასევე ვგმობთ და არ ვცნობთ აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს და მის შედეგებს. ასევე არ ვცნობთ „სამხრეთ ოსეთში“ 9 აპრილს დაგეგმილ არჩევნებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე იმართება.

„ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე იმართება საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის გარეშე. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უცვლელი და ცხადი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნულია განცხადებაში.