მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულებდა. 
 წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. 
ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!"