ოპონენტების და მათ შორის პრეზიდენტის ბრალდებები იყო ზოგადი

ოპონენტების და მათ შორის პრეზიდენტის ბრალდებები იყო ზოგადი

პრეზიდენტის გამოსვლა ზოგადი შინაარსის იყო, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ საზოგადოებას ის რეალობა დაანახა, რაც ქვეყანაშია.

,,პრეზიდენტის გამოსვლა ზოგადი შინაარსის იყო. ისმოდა ბრალდებებიც, მაგრამ იყო პოზიტივიც. საბოლოო ჯამში იყო დებატები, რომელსაც საზოგადოება ამდენი ხანი ელოდა. თუკი დებატებს მივადევნებდით თვალყურს, ვნახავდით ოპონენტების და მათ შორის პრეზიდენტის ბრალდებები იყო ზოგადი. მას პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე იურიდიული, ეკონომიკური საფუძვლები არ ჰქონდა. უმრავლეოსობის მხრიდან არაერთი მოხსენება იყო წარმოდგენილი, რომელიც კონკრეტულ საქმიანობას, კონკრეტულ პროექტებს შეეხებოდა. შესაბამისად, ეს იყო დღე, რომელმაც საზოგადოებას აჩვენა რეალობა, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.