პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას იმედი გაუცრუა და მათი დღის წესრიგით არ ისაუბრა

პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას იმედი გაუცრუა და მათი დღის წესრიგით არ ისაუბრა

პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას იმედი გაუცრუა და მათი დღის წესრიგით არ ისაუბრა, - განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტი არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

„პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას იმედი გაუცრუა და მათი დღის წესრიგით არ ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იმედი გაუცრუა, როგორც მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ასევე ოპოზიციას. პრეზიდენტმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ხალხის პრობლემებზე და საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე და არა ცალკეული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგსა და მათ მესიჯებზე. ეს არის სრულიად ლოგიკური. საქართველოს პრეზიდენტი დადის რეგიონებში, ხვდება მოქალაქეებს და შესაბამისად, მისი დღევანდელი მოხსენებაც საქართველოს მოსახლეობის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. ვფიქრობ, რომ ვინც მის გამოსვლას რეალობისგან მოწყვეტილს უწოდებს, ეს არის საკმაოდ სამწუხარო,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.