პრეზიდენტმა გაახმოვანა ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას

პრეზიდენტმა გაახმოვანა ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას

პრეზიდენტმა გაახმოვანა ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.      

მისი თქმით, კარგი იქნებოდა პრეზიდენტს თავის გამოსვლაში მეტი ყურადღება არაფორმალური მმართველობის საკითხზე დაეთმო. „პრეზიდენტმა გაახმოვანა ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს მეტი განცხადებები გაეკეთებინა მიზეზებზე, თუ საიდან მოდის ეს პრობლემები. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას არაფორმალური მმართველობა და ბიძინა ივანიშვილი ახსენა, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ იყო საკმარისი. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არის იზოლაციაში. ის ნამდვილად თავის თავში არის ჩაკეტილი. თუკი რამე არის პოლიტიკურ ცხოვრებაში სასიხარულო, პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი და ხალხი ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ქვეყანას მართავდეს ერთი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს არჩევნებზე ,,ქართულ ოცნებას“ შესაბამისი შედეგები ექნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტში დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.