მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი, მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო

მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი, მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო

მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი. მე ვცდილობ პარლამენტში ხალხის აზრი წარმოვადგინო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარგველაშვილმა წლიური მოხსენების შემდეგ გამართული დებატები შეაფასა და უმრავლესობის კრიტიკას უპასუხა.

”მე არ ვარ არც ერთი პარტიის პრეზიდენტი. მე ვცდილობ პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და შეხედულებები. მე მიზნად არ გამიხდია, რომ ან ზედმეტად მხარი დამეჭირა ხელისუფლების წარმატებებისთვის, ან ზედმეტად მეკრიტიკებინა ის, რაც გაკეთდა. მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები და ხალხის აზრი. ხალხს აქვს პრობლემებიც, მიუხედავად იმ სტატისტიკური მონაცემებისა, რომელთა სიზუსტეზეც ახლა არ ვიდავებ. კარგი იქნება გაესაუბროთ საზოგადოებას და იმ გასაჭირს შეხედოთ პირდაპირ თვალებში, რომელიც მე თქვენამდე აქ მოვიტანე და რომელიც დაგიფიქსირეთ და რომლის შინაარსიც შემდეგშია - ხალხს უჭირს, არის პრობლემები. მათ ესმით წარმატებები, მაგრამ არის სერიოზული გასაჭირი და  მათ უნდათ ამის გაზიარება და მათ სჭირდებათ თქვენი ყურადღება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხალხის გაჭირვებას ვერ უპასუხებს სტატისტიკით.

”ვერ ვუპასუხებ სტატისტიკით, მითუმეტეს იმ სტატისტიკით, რომელიც რატომღაც ედრება 2012 წელს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.