კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების შესახებ გაკეთებული განცხადება დაუწუნა

კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების შესახებ გაკეთებული განცხადება დაუწუნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის განხილვის დროს ე.წ. მოსმენების შესახებ განცხადება დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დარტყმის ქვეშ აყენებს.

ამის შესახებ ბესელიამ ქუთაისში, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

"ფარული საგამოძიებო მოქმედებების საქმეზე და არა მოსმენების საქმეზე, ბატონო პრეზიდენტო. უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ელექტრონული მოსმენების შესახებ კანონი. ჩვენ მსოფლიოში უპრეცედენტო მანდატის მქონე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გვაყავს და თქვენ აყენებთ ისეთივე დარტყმის ქვეშ, როგორც ჩვენს იმ უწყებებს, როგორც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მგონი გამოგრჩათ გეთვათ, რომ ინსპექტორს აქვს უფლება ყველა საგამოძიებო მოქმედების ინსპექტირებისა და შემოწმების უფლების", - განაცხადა ბესელიამ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.