კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო განათლების კუთხით ლიდერ პოზიციაზეა

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო განათლების კუთხით ლიდერ პოზიციაზეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ყოველწლიური გამოსვლის დროს დაავიწყდა ეხსენებინა საქართველოს განათლების ლიდერი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ქუთაისში პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსით ევროკავშირის წევრ ძალიან ბევრ ქვეყნებს უსწრებს.

"მე და ჩემმა კოლეგებმა განათლების რეფორმებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ხაზგასასმელია, რომ საქართველო ლიდერ პოზიციაზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირშია მასაც კი უსწრებს ინდექსით, როგორც არის კანონის უზენაესობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულების საკითხები, სისხლის სამართლის მმართლსაჯულება წესრიგი და უსაფრთხოვება, ასევე ღია მმართველობა საქალაქო მართლმსაჯულების კუთხით", - განაცხადა ბესელიამ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.