კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წელს ომბუდსმენის 200 რეკომენდაციაა გათვალისწინებული

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წელს ომბუდსმენის 200 რეკომენდაციაა გათვალისწინებული

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტს ყოველწლიურ გამოსვლაში აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, რომ უმრავლესობამ 2016 წელს ომბუდსმენის 200 რეკომენდაცია გაითვალისწინა.

ამის შესახებ ბესელიამ ქუთაისში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

"სწორედ 2013 წელს ჩვენ მივიღეთ კანონი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. შეგახსენეთ, რომ 2016 წელს ომბუდსმენის 200 რეკომენდაცია გავიზიარეთ. კონკრეტულად ეს სტანდარტი, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ პარლამენტში, მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მას მაგალითად იყენებენ", - განაცხადა ბესელიამ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.