კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სასამართლოს რეალური სურათი არ განუხილავს

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სასამართლოს რეალური სურათი არ განუხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ქუთაისში ყოველწლიური გამოსვლის დროს სასამართლოს რეალური სურათი არ განუხილავს და დღევანდელი რეალობით უწყება კრიზისიდან აბსოლუტურად გამოსულია.

ამის შესახებ ბესელიამ ქუთაისში პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 429 გამამართლებელი გადაწყვეტილება დაფიქსირდა.

"ვფიქრობ, კარგი იქნებოდა  გამოსვლაში მოგვესმინა რომ სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, არამედ კზრიზისიდან გამოვიყვანეთ და თუ დინამიკას დავაკვირდებით დავინახავთ რეალურ სურათს. მთავარი ინდიკატორები არის გამამართებელი გადაწყვეტილებები, გასულ წელს 429 გამამართლებელი განაჩენი იყო, აქედან 300 სრულიად გამართლდა და შეწყდა საქმე. წინასწარი პატიმრობის დინამიკა მხოლოდ 29% გვაქვს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია გასულ წელთან შედარებით", - განაცხადა ბესელიამ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.