მუდმივად შეტევა მიმდინარეობს კონკრეტულ ადამიანზე - ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს

მუდმივად შეტევა მიმდინარეობს კონკრეტულ ადამიანზე - ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს

მუდმივად შეტევა მიმდინარეობს კონკრეტულ ადამიანზე - ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს და გამოიყვანოს იმ უმსგავსობიდან, რასაც ადგილი ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ვიცე-სპიკერების ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გია ვოლსკიმ ხელისუფლების წარმატებებზე ისაუბრა როგორც საშინაო, ასევე საგარეო კუთხით, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით და აღნიშნა, რომ დღეს რეალურად სპეკულაციების, დაპირისპირებების, სოციალური პრობლემებით მანიპულაციებით რეალურად თავად ის ხალხია დაკავებული, რომელიც დღეს პრობლემებზე საუბრობს.

”ჩვენი ოცნება სხვა ოცნებებთან ერთად არის ის, რომ ამ დარბაზში თანამოაზრეთა დიდი გუნდი მსჯელობდეს ამა თუ იმ საკითხზე დაპირისპირებული მოსაზრებებით, თუმცა, თანამოაზრეები იყვნენ იმაში, რომ საქართველომ გაიმარჯვოს.

დღეს რეალურად ვხედავთ შემდეგ სურათს - სპეკულაცია, დაპირისპირებები, ჩასაფრება, სოციალური პრობლემებით მანიპულირება, რომელთა შემქმნელიც რეალურად თავად ის ხალხია, რომელიც დღეს ჩვენ ამ პრობლემებზე გვესაუბრება.

სამწუხაროა, რომ სიღრმისეულად ქვეყნის წინაშე მდგარი ეს რეალობა არ არის შეფასებული დღევანდელ მოხსენებაში”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით დღეს არც პრეზიდენტის მოხსენებაში და არც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ყოფილა საუბარი იმაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია.