შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმის რკინიგზის სადგურის ევაკუაცია განახორციელა

შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმის რკინიგზის სადგურის ევაკუაცია განახორციელა

შვედეთის პოლიციამ, დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, სტოკჰოლმის რკინიგზის სადგურის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია ცენტრალურ სადგურზე ორი მიმართულებით მატარებლების პოლიციის მოთხოვნით შეჩერებაზე. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დღეს, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.