ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს დრო და უფლება გამოვიყენეთ ძალაუფლების კონცენტრაციისა და მტრების ძებნისთვის

ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს დრო და უფლება გამოვიყენეთ ძალაუფლების კონცენტრაციისა და მტრების ძებნისთვის

ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ასახული იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი ობიექტური რეალობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი იმედი არ გამართლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პრეზიდენტის წლიური ანგარიშით წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისგან მოისმინეს ბევრი სუბიქტური ან მხოლოდ ზოგადპოლიტიკური შეფასებები და ვერ მოისმინეს ახალი ინიციატივა, ახლებური მიდგომა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

”მე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ასევე მინდა დავადასტურო ის გულწრფელი ინტერესი, რომელიც მქონდა პრეზიდენტის ტრადიციული, ყოველწლიური გამოსვლის მიმართ, რადგან ველოდი, რომ ამ გამოსვლაში ასახული იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი ობიექტური რეალობა, არსებული მიღწევები, გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი იმედი არ გამართლდა.

ბატონმა პრეზიდენტმა დაიწყო გამოსვლა თავისივე კითხვაზე პასუხის გაცემით, თუ რა მივიღეთ რეალურად საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე და რისთვის გამოიყენა მმართველმა ძალამ ხალხის მიერ მინიჭებული საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს დრო და უფლება გამოვიყენეთ ძალაუფლების კონცენტრაციისა და მტრების ძებნისთვის, არამედ ეს უფლება მოხმარდა სწორედ რეფორმების ინიცირებას. ჩვენ ეს დრო მოვანდომეთ ”ქართული ოცნებების” საარჩევნო პროგრამით დაპირებული იმ რეფორმების მომზადებას, რომელთა განხორციელებაც ასეულობით ათასი ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სოცოცხლის ხანგრძლივობაზე, მათ დასაქმებაზე და სოციალურ კეთიდღეობაზე მოქმედებს და ჭრის იმ პრობლემების დიდ ნაწილს, რომელიც მართლაც, ჯერ კიდევ აწუხებს ჩვენს საზოგადოებას”, - განაცხადა დეპუტატმა.

აკაკი ზოიძემ ისაუბრა სოციალურ რეფორმებზე, რომელსაც ახორციელებს მმართველი გუნდი. მისივე თქმით, ეს ის რეფორმებია, რომელთა განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნებს ათეულობით წლები დასჭირდათ.

”მაგალითად, როგორიც არის მიმდინარე რეფორმა ჯანდაცვის სისტემაშ. რაც არ უნდა ისაუბრონ ჩვენმა ოპონენეტებმა, რომ ეს პროგრამა წყალში გადაყრილი ფულია, ღუპავს საქართველოს ეკონომიკას, დამერწმუნეთ ბატონებო, ქართველი ხალხი ასე ნამდვილად არ ფიქრობს. არ ფიქრობს ამას ის 3 მილიონი ადამიანი, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა, გადაირჩინა თავი ან გადაარჩინა თავისი ოჯახის წევრი. ნამდვილად არ დაგეთანხმებათ ის 30 ათასი ადამიანი, ვინც იმკურნალა „ცე“ ჰეპატიტის პროგრამით და გადარჩა ნაადრევ, გარდაუვალ სიკვდილს.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამებს, ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და არა მათ შეკვეცას, რასაც აანონსებენ აქ ჩვენი ოპონენტები და ამით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.