საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ტერორიზმის შეჩერება მხოლოდ საერთო ძალისხმევის მობილიზებით და კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი.
„გულითადად ვწუხვარ დღეს სტოქჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდა, კიდევ ერთხელ, ნათლად გვანახებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს და მისი შეჩერება მხოლოდ საერთო ძალისხმევის მობილიზებით და კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც თანაბარ საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას - მიუხედავად მისი მდებარეობისა, განვითარებისა და ცხოვრების დონისა.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ შვედ ხალხს და ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროს თითოეულ შვილს, რომელიც შეძრა ამ ტრაგედიამ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.