იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქუთაისში ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, ხარვეზებს შეიცავდა და ბრალდების შემცველი იყო.
ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალიტებთან საუბარში განაცხადა.
"პრეზიდენტის გამოსვლის დასაწყისი იყო ბრალდების შემცველი. მგონია, რომ შეცდომა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გამოსვლა ასე დაიწყო. თუ პრეზიდენტი ჩაკეტილობას ეძახის იმას, რომ ფორმალური დიალოგი არის მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დიალოგს მოყვეს ეგრევე ვეტოს დადება, რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი აზრს კარგავს. ჩვენ ყველა სამუშაო პროცესში ვიწვევთ მის წარმომადგენლებს. ეს ნიშნავს, რომ გახსნილია სივრცე თანამშრომლობის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მისი მხრიდან მხოლოდ ვეტოების დახუნძლულ სტატისტიკას. არამგონია ეს კონსტრუქციული იყოს", - განაცხადა ბესელიამ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.