დაველოდებით პრეზიდენტის მოხსენების შინაარსს და ამის საფუძველზე განისაზღვრება ჩვენი საპარლამენტო დებატების შინაარსი

დაველოდებით პრეზიდენტის მოხსენების შინაარსს და ამის საფუძველზე განისაზღვრება ჩვენი საპარლამენტო დებატების შინაარსი

ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის მოხსენების შინაარს და ამის საფუძველზე განისაზღვრება ჩვენი საპარლამენტო დებატების შინაარსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

”მოხსენების შინაარსს, ბუნებრივია, პრეზიდენტი განსაზღვრავს და ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო დებატები. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ. ამ დებატების ფორმატში გამოვლენ როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები, ისე ოპოზიციის და იმედია, რომ საინტერესო დისკუსია, დებატები შედგება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დებატების შინაარსი იქნება დამოკიდებული პრეზიდენტის მოხსენებაზე. ჩვენ დაველოდებით მოხსენების შინაარს და ამის საფუძველზე განისაზღვრება ჩვენი საპარლამენტო დებატების შინაარსი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გიორგი მარგველაშვილთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ანგარიშის შინაარსზე საუბარი არ ყოფილა. 

”რაც შეეხება მთლიანად დღევანდელი დღის ფორმატს, ამ მოხსენებას მოისმენენ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ესწრებიან სხდომას, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები. ისინი სავარაუდოდ მოისმენენ პრეზიდენტის მოსმენებას და ამის შემდეგ გაგრძელდება უკვე საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე. როგორც წესი, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები”, - აღნიშნა კობახიძემ.