გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც.

პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.

რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.