მამუკა მდინარაძე:   პრეზიდენტთან გასულ წელს პოლიტიკურ კონტექსტში შევაფასებთ

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტთან გასულ წელს პოლიტიკურ კონტექსტში შევაფასებთ

პრეზიდენტთან გასულ წელს პოლიტიკურ კონტექსტში შევაფასებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი და კარგი ხდება, რაზეც უმრავლესობა საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

„ჩვენ შევეცდებით პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით რეაქცია გვქონდეს. შესაბამის კითხვებსაც პასუხებს გავცემთ და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას განვითარებული მოვლენების შესახებ. პრეზიდენტთან წინა წელზე საუბარი მთლიანად პოლიტიკურ კონტექსტში გვექნება. იქნება განხორციელებულ რეფორმებზეც საუბარი. ამ ქვეყანაში საკრიტიკოც შეიძლება იყოს. რიგ შემთხვევებში უტრირებაც ხდება ხოლმე რიგი საგნების და ობიექტების, თუმცა ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება და ამის შესახებაც შევეცდებით მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია,“ - განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტი გიროგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 7 აპრილს წარსდგება.