ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევაა ქვეყნის წინაშე, თოთოეულ მათგანზე საინტერესოა როგორც პრეზიდენტის, ასევე უმრავლესობის პოზიცია

ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევაა ქვეყნის წინაშე, თოთოეულ მათგანზე საინტერესოა როგორც პრეზიდენტის, ასევე უმრავლესობის პოზიცია

ძალიან ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევა არის ქვეყნის წინაშე. თოთოეულ მათგანზე საინტერესო იქნება როგორც პრეზიდენტის, ასევე უმრავლესობის პოზიციაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ოპოზიცია გარკვეულ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელზეც უმრავლესობას მოუწევს პასუხის გაცემა.

,,ძალიან ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევა არის ქვეყნის წინაშე. თითოეულ მათგანზე საინტერესო იქნება როგორც პრეზიდენტის, ასევე უმრავლესობის პოზიციაც.

პრეზიდენტი, როგორც ჩანს, თავის მოხსენებაში ისაუბრებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფლაციასა და ფასების ზრდაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია მთავრობის წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. მოხსენებაში პრეზიდენტი, სავარაუდოდ ასევე შეეხება გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებს, ასევე რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის ტერიტორიებთან მიმართებაში, სადაც სამხედრო ძალების გაერთიანება ხდება. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელზეც როგორც ჩანს, პრეზიდენტი თავის მოხსენებაში ისაუბრებს. ჩვენ დავსვამთ საკითხებს, რომელზედაც უმრავლესობას მოუწევს უპასუხოს და საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.