ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დაასახელეს, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი აკბარჟონ ჯალილოვია, რომელიც 1995 წელს ქალაქ ოშში დაიბადა, ახლა კი რუსეთის მოქალაქეა.
ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა დღეს დაადასტურეს, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა.
„სავარაუდოდ, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა“, - განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რახატ სულაიმანოვმა.