საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა კვლევა - „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017“ გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს.
აღნიშნულ კვლევაში საქართველოზეც არის საუბარი. დემოკრატიის მაჩვენებლით 7-ქულიანი სისტემიდან (1 ქულა ნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 ქულა - ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულს) საქართველომ 4.61 ქულა მიიღო. საქართველოს შეფასება, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა.
დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია.
საქართველოს შეფასება შემდეგი პარამეტრების მიხედვით მოხდა: საარჩევნო პროცესი (4.50 ქულა), სამოქალაქო საზოგადოება (3.75), დამოუკიდებელი მედია (4.00), ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5.50), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა (5.25), სასამართლო სისტემა და დამოუკიდებლობა (4.75), კორუფცია (4.50).