ტერორიზმთან ბრძოლა ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
კობახიძე სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა.
ტერორიზმთან ბრძოლა არის თანამედროვე, ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ჩვენი, ყველას ვალია, ერთად ვებრძოლოთ იმ მოვლენებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.