ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქუთაისში, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისი თქმით, ახალი პროექტით ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყება იგეგმება. 

,,მნიშვნელოვანი ახლი პროექტის განხორციელება იწყება. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ იმგზავრონ თბლისიდან ახალი თანამედროვე შტადლერის მატარებლით. თბილისში უკვე იქნება შესაძლებელი ორივე მიმართულებით ბილეთის ყიდვა. ეს იქნება დამატებითი კომფორტი მგზავრებისა და ტურისტებისთვის. ასევე, ქუთაისიდან ევროპის ბევრი ქვეყნის მიმართულებით იაფი ფრენები ხორციელდება და ეს პროექტი დამატებითი კომფორტი იქნება ტურიზმისა და ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.