ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
„თანაგრძნობას ვუცხადებ სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, მათი ოჯახის წევრებს და რუს ხალხს“, - წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო. მეტროს სადგურებიდან ხალხის ევაკუაცია დასრულდა. აფეთქების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი.