რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა

რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა

რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრე კურენოიმ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ ტელეარხ „როსია-24“-ზე დაყრდნობით იუწყება.

„პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ყველა ის მომენტი დააზუსტონ, რომლებმაც ხელი შეუწყო ტერაქტის განხორციელებას“, - აღნიშნა ალექსანდრე კურენოიმ. 

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანატოლი ვიბორნიმ მომხდარ აფეთქებას ასევე ტერაქტი უწოდა. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტერორისტების მიზანია ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის დესტაბილიზება და შიშისა და პანიკის დათესვა“, - აღნიშნა მან. 

სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო. აღნიშნული მომენტისთვის მეტროს სადგურებიდან ხალხის ევაკუაცია დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი.