ის, რაც დაკავშირებულია მარგველაშვილთან, წყდება არა პარლამენტში, არამედ სხვაგან

ის, რაც დაკავშირებულია მარგველაშვილთან, წყდება არა პარლამენტში, არამედ სხვაგან

იქნება თუ არა დებატები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას დღემდე გაურკვეველია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე აზრით, ის, რაც დაკავშირებულია მარგველაშვილთან, წყდება არა პარლამენტში, არამედ „სხვაგან“.

”უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ამბობს იქნებაო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც დაკავშირებულია მარგველაშვილთან, წყდება არა პარლამენტში, არამედ სხვაგან და ისიც იცით, ეს „სხვაგან“ სად არის. პრეზიდენტის გამოსვლას ყოველთვის უყურებდნენ ეჭვის თვალით და მუდამ უნდათ რაღაც ფორმით დააკნინონ. იქნება თუ არა დებატები, ჩვენი ფრაქცია გამოიყენებს განკუთვნილ დროს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილსაა დაგეგმილი.