ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი

ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არის სწორი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქალთა მონაწილეობის გაზრდაცაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს NIMD-ის კვლევის „გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში“ შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

„ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად ბევრი ნაბიჯი გადასადგმელია როგორც პარტიების შიგნით, ასევე საკანონმდებლო დონეზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კვლევაში იყო მოცემული, არის მაჟორიტარული სისტემის ხარვეზები, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისთვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთ-ერთი პოზიტიური საბაბი, რატომ არის სწორი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ხელს შეუწყობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, სწორედ ქალთა მონაწილეობის გაზრდაც იქნება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

NIMD-ის კვლევის თანახმად, გენდერულად ყველაზე დაბალანსებული "რესპუბლიკური პარტიაა", დაუბალანსებელი კი - "ქართული ოცნება".