პრეზიდენტის მოხსენების ირგვლივ გამოსვლები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული

პრეზიდენტის მოხსენების ირგვლივ გამოსვლები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ირგვლივ პარლამენტში დებატები გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, დებატებს, როგორც ასეთს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს, თუმცა გამოსვლები და კითხვა-პასუხის რეჟიმი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

"ჩვენ დღეს ბიუროზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო კონკრეტულად შევთანხმდეთ დროებთან დაკავშირებით. ვინაიდან მოთხოვნილი იყო და თავად პრეზიდენტსაც აქვს სურვილი დებატების - დებატები ასე არ არის პირდაპირ გათვალისწინებული რეგლამენტით, მაგრამ გამოსვლები იქნება გათვალისწინებული. ანუ რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც იძლევა და რამდენადაც ის აძლევს დეპუტატებს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ კითხვების დასმის რეჟიმში ან პოზიციების დასმის რეჟიმში, ეს იქნება გამოყენებული. დრო ექნება როგორც ფრაქციებს, ასევე უმრავლესობაში და უმცირესობაში შემავალ დეპუტატებს და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტში პრეზიდენტის წლიური გამოსვლა 7 აპრილსაა დაგეგმილი.