პრეზიდენტის გამოსვლაა მთავარი და არა დებატები, თუმცა ზედმეტი ინსინუაციების თავიდან ასარიდებლად ითქვა, რომ შეიძლება დაშვებული იყოს დებატი

პრეზიდენტის გამოსვლაა მთავარი და არა დებატები, თუმცა ზედმეტი ინსინუაციების თავიდან ასარიდებლად ითქვა, რომ შეიძლება დაშვებული იყოს დებატი

უმრავლესობა დღეს დაიწყებს კონსულტაციებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან, შინაარსსა და თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები, თუმცა, იმის გამო, რომ ზედმეტი ინსინუაციები აგვერიდებინა თავიდან, ითქვა, რომ შეიძლება პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში იყოს დაშვებული ასეთი ფორმის დებატი. როგორი, რა შინაარსის და თანმიმდევრობის იქნება, ამაზე გვექნება მსჯელობა ხუთშაბათამდე. დღეს დავიწყებთ კონსულტაციებს და ჩამოვყალიბდებით ფორმატზეც, შინაარსზეც და თანმიმდევრობაზეც", - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.